ახალი ამბები
„ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი სტიქიური უბედურებების ასაცილებლად“- სახალხო დამცველი
FaceBook
სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება.
ეს განცხადება ლევან იოსელიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ხულოში მომხდარ სტიქიებზე საუბრისას გააკეთა.

ამ კონტექსტში სახალხო დამცველმა შოვში მომხდარი ტრაგედიაც ახსენა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა, თუ სტიქია", - განმარტა ლევან იოსელიანმა.

9 გარდაცვლილი, ერთი დაშავებული, მიწის მასაში მოყოლილი ოთხი საცხოვრებელი სახლი და 20 ევაკუირებული ადამიანი - ასეთია ორი დღის წინ განვითარებული სტიქიის შედეგი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში. სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

სტიქია მსხვერპლით დამთავრდა ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 

რთული მდგომარეობაა სურამსა და ქვიშხეთშიც, სადაც მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დაზიანდა სახლები, დაშავებული არავინაა. სურამში კი, სადაც მეწყრული პროცესები გასულ ღამეს, ზინდისის დასახლებაში განვითარდა, ამ დროისათვის 40 ოჯახია ევაკუირებული. ადგილზე მუშაოებენ გეოლოგები. 

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მხოლოდ იმერეთში, მეწყერული პროცესი 50-მდე ლოკაციაზე განვითარდა.


ამავე თემაზე:


ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.