ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებში ტაქსების საქმიანობა, შესაძლოა, დარეგულირდეს - კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა
FaceBook
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა, შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს.
შესაბამისი კანონპროექტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

მათი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის შიგნით (გარდა დედაქალაქისა) ტაქსების საქმიანობა ნებართვას დაექვემდებარება, რაც მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

"M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება როგორც არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო მინივენი - M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (მძღოლის ადგილის გარდა) აღემატება 5 ადგილს. კანონპროექტის მიღების მიზეზია ტაქსის მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით",- აღნიშნულია კანონპროექტის აღწერაში. 

როგორც კანონპროექტშია მითითებული, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ 1 წლის ვადით გაიცემა, ნებართვის მოქმედების ვადებს კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

კერძოდ, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის უფლება მერს ან მერიის სტრუქტურულ ერთეულს ექნება. ნებართვის გაცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ნებართვის გარეშე საქმიანობაზე კონტროლს კი შსს განახორციელებს.

სანებართვო პირობების დარღვევა 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, მგზავრების გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება კი - 200 ლარით.

რაც შეეხება ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხებბა, ხოლო ნებართვის გარეშე საქმიანობის გამო დაწესებული ჯარიმები - სახელმწიფოს ბიუჯეტში.

როგორც კანონპროექტშია მითითებული, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1 ივნისამდე ეძლევათ ვადა, ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა უზრუნველყონ, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
10:49 / 11.12.2024
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
16:15 / 10.12.2024
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.