ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟზე უნდა იმსჯელონ
FaceBook
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმ ობიექტის დემონტაჟის საკითხი განიხილება, რომელიც  ერთი თვის წინ  დაანგრიეს.
საუბარია კაფე-ბარ "სავანეს" შენობაზე, რომლის დანგრევის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე მიიღო, თუმცა "სავანეს" მეპატრონეებს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდათ. 

"სავანეს’’ დაუყონებლივი დემონტაჟის გადაწყვეტილება  მოსამართლე დარინა აბულაძემ 16 ნოემბერს მიიღო, 27 დეკემბერს კი ქუთაისის მერიამ კვების ობიექტი ისე დაანგრია, რომ არ დაელოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელებას. 


კაფე "სავანე" ამ ადგილზე იყო განთავსებული

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, სადაც კაფე მდებარეობდა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები  უნდა დაიწყოს

აღსანიშნავია, რომ ყოფილი კაფის მფლობელები მგფ-ს, რომელმაც ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა, კორუფციაში ადანაშაულებენ. ძმები ტურაბელიძეები თვლიან, რომ ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მერია ,,სავანეს’’ დანგრევას ითხოვდა, აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და საქმე უნდა გამოიძიონ.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 5 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე იდგა. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ. მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა და კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.