ახალი ამბები
"არ ენდოთ მსგავს ჯგუფებს"- ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ჯგუფის შემოთავაზებებთან დაკავშირებით აფრთხილებს.
აეროპორტის განცხადებით, მათ მგზავრებს სხვადასხვა ჯგუფები პერიოდულად უკავშირდებიან და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ.

ასევე, პირად მიმოწერაში მგზავრებს ეუბნებიან, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტმა მიაწოდა, რომელთანაც თითქოსდა თანამშრომლობენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი თანამშრომლობა ამ ჯგუფებთან არ გვაკავშირებს. ნებისმიერი პირისთვის ჩვენი მგზავრების შესახებ პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება. გვსურს განვაცხადოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად იცავს საქართველოს კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,- აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის განცხადებაში.

ისინი მგზავრებს მოუწოდებენ, არ ენდონ მსგავს ჯგუფებს და არ მიაწოდონ მათ შესახებ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
წლევანდელ ფესტივალს არ დაასპონსორებს.
15:07 / 18.09.2024
ქუთაისის მერია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების წლევანდელ ფესტივალს არ დაასპონსორებს.
თავისუფლების ლიტერატურა  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის
თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის
ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.
18:51 / 16.09.2024
თავისუფლების ლიტერატურა  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.