ახალი ამბები
"ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად გამოვლინდება, გრაფიტს კი აღვადგენთ"- ქუთაისის მერია
FaceBook
ასე გამოიყურება ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან არსებული პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი კედლის მხატვრობა.
უცნობმა პირებმა ის დააზიანეს და შავი წარწერებით გადაფარეს.



ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანების ჩამდენს აუცილებლად გამოავლენენ.

„გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!“,- განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის "ქარავან არტ-ფორუმი 2016" ფარგლებში მოიხატა. გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორი  ფრანგი მხატვარი გახლავთ.

Print