ახალი ამბები
დღეს მართმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს
FaceBook
ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანური დღესასწაულია, რომელსაც მართმადიდებლური სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.

ბიბლიის მიხედვით, ამ დღეს წყლიდან ამოსულ, ნათელღებულ მაცხოვარს სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა მხარზე, ხოლო ზეციდან მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". დიახ! განცხადდა კაცთათვის ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, უფალმა კი აკურთხა წყალი და ნათლისღების წმინდა საიდუმლოება დაგვიწესა.

სწორედ ამიტომ, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებიდან ნაკურთხი წყალი მრევლს სახლში მიაქვს, ამრავლებს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. ამ წესს ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად იცავს.

მნიშვნელოვანია ნათლისღების დღესასწაულზე, ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი მოინახულონ, დღე ერთად აღნიშნონ – ტაძარში მისვლით, სანთლები დაანთონ ერთად.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.