ახალი ამბები
5000 ლარიანი გირაო ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს - სასამართლოს გადაწყვეტილება
FaceBook
მეუღლეზე  ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
სასამართლოს შუამდგომლობით თავად დაზარალებულმა მიმართა და მეუღლის გირაოთი გათავისუფლება ითხოვა.

"მინდა, რომ ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდეს პატიმრობაში ჩემი შვილებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ის არის არაჩვეულებრივი მამა. ამ წუთას დედასთან ვცხოვრობ. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ მამა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში მოხდა”, – განაცხადა დაზარალებულმა.

თავად დაკავებულის თქმით კი, დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში, აფექტის დროს ჩაიდინა. ამიტომ, ჯონი ქასრაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოეყენებინა.

"მოვითხოვეთ უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიება. საბედნიეროდ, დაეთანხმა სასამართლო და გირაო გამოიტანა. 20 დღის ვადაში, ჩემი დასაცავის ოჯახი შეიტანს გირაოს, დანარჩენი შემდგომ სხდომებზე გამოიკვეთება რა და როგორ იქნება",- განმარტა ადვოკატმა.

ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მერიის თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, 15 იანვარს, საღამოს საათებში, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება სსსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.


ამავე თემაზე:

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.