ახალი ამბები
ორ წელში წყალტუბოში 7 სანატორიუმი გაიყიდა
FaceBook
წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აუქციონზე გატანილი 14 სანატორიუმიდან 7 გაიყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სანატორიუმი „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“,“ცისკარი“, „სამგურალი“ და „უშიშროებაა“ გასხვისებული.

უწყების ცნობით, ბოლოს, 2023 წლის ნოემბერში, სანატორიუმი „უშიშროება“ გაიყიდა.

პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, 2022 წელს, მთავრობამ გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა: ხუთი პრემიუმ კლასის, ხუთი საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 47 007 300 ლარს შეადგენდა.

პირველ აუქციონზე მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. აქედან, სანატორიუმ "თბილისის" რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარეობს.

ის შპს "აკამ" 3 მილიონ 152 300 ლარად შეიძინა. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, სასტუმროს სრულად შეუნარჩუნდება ძველი სახე, თუმცა დაემატება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და აუზები, რომლებიც სახურავზე განთავსდება. ის ხუთვარსკვლავიანი იქნება.

გაყიდული სანატორიუმებიდან, დღეის მდგომარეობით, ყველაზე ძვირადღირებული ყოფილი სასტუმრო „უშიშროებაა“, რომელიც 6 886 კვადრატული მეტრის შენობას და 250 768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.