ახალი ამბები
ლაბორატორიულმა კვლევებმა ორი დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო - კომპანია მომხმარებელს მიმართავს
FaceBook
ლაბორატორიულმა კვლევებმა კომპანია „სამი ძმის“ პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ ამ პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა მოხდება.

„თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები (იხილეთ ფოტო), გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში (დღეიდან 09.03.2024-მდე პერიოდამდე). უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG“,- მიმართავს კომპანია მომხმარებელს. 

ლაბორატორიულმა კვლევებმა პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები აჩვენა. კერძოდ, ის რომ ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას.

ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით
წყვეტს.
16:25 / 13.05.2024
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
10:02 / 13.05.2024
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.