ახალი ამბები
ვინ მიიღებს მედიკამენტებს სრული დაფინანსებით?!
FaceBook
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ. 

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;

- დიაბეტი ტიპი 2;

- პარკინსონი;

- ეპილეფსია;

პროგრამის თანახმად საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:

-სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);

- პენსიონრები;

- ვეტერანები;

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე

პირები);

- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის,

მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ

ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.