ახალი ამბები
როგორია ქუთაისის სახელმწიფო თეატრების რეიტინგები 2022-2023 წლებში - კვლევა
FaceBook
"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" - ამ სახელწოდებისაა კვლევა, რომელიც მოიცავს ბოლო ორი წლის 41 სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრთა რეიტინგებს ოცამდე პუნქტის მიხედვით.

კვლევა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის და ა.შ. მიხედვით.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოქმედი 48 (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) თეატრიდან, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 41-მა თეატრმა; მათ შორის 37 სახელმწიფო და 4 კერძო თეატრია.
კვლევის თანახმად 2023 წელს საქართველოს 41 თეატრში დაიდგა 175 ახალი სპექტაკლი. მათგან 57 თანამედროვე ქართული, 51 თანამედროვე უცხოური და 67 კლასიკური დრამატურგიის მიხედვით. 41 თეატში, 2023 წელს დადგმული 175 სპექტაკლიდან, ჟანრობრივად 37 ტრაგედიაა, 19 კომედია, 53 დრამა, ხოლო 66 სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის სახელმწიფო თეატრებმაც.

კვლევის თანახმად, პრემიერების რაოდენობით 41 თეატრიდან მესხიშვილის თეატრი მე- 7 ადგილზეა 7 პრემიერით.

25-ე ადგილზეა ქუთაისის თოჯინების თეატრი - 4 პრემიერით და 36-ზე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1 პრემიერით.
თეატრის დატვირთულობის (მაყურებლის დასწრების) მიხედვით საქართველოს 28 თეატრიდან 86,83%-ით მე-4 ადგილზეა ქუთაისის თოჯინების თეატრი, მესხიშვილის თეატრი 61,84%-ით მე-17 ადგილზეა, ქუთაისის ოპერის თეატრი კი -მე-18 -ზე.

წარმოდგენების, წლის განმავლობაში გაყიდული ბილეთებისა და დამსწრე მაყურებლის რაოდენობით 41 თეატრიდან ქუთაისის თოჯინების თეატრი მეოთხე ადგილზეა 235 სპექტკლით, 18 853 გაყიდული ბილეთითა და 19 704 მაყურებლის რაოდენობით.

ქუთაისის დრამატული თეატრი ამ რეიტინგში მე-18 ადგილზეა 82 სპექტაკლით, 14 874 გაყიდული ბილეთით და 18 594 მაყურებლით.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ამ რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს 6 სპექტაკლით, 765 გაყიდული ბილეთით და 1 551 - მაყურებლით.

რეპერტუარში არსებული სპექტაკლის რაოდენობით 41 თეატრიდან მე-13 ადგილზე ქუთაისის თოჯინების თეატრია 16 სპექტაკლით, მე-18 -ს ქუთაისის დრამატული თეატრი 15 სპექტაკლით და
31-ე ადგილს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 6 სპექტაკლით იკავებენ.

რეპერტუარის ლიდერი სპექტაკლების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, მე-5 ადგილზეა ქუთაისის თოჯინების თეატრი სპექტაკლით "იავნანამ რა ჰქმნა". წარმოდგენა 44 ჯერ დაიდგა და მას 3 729 მაყურებელი დაესწრო.
26-ე ადგილზეა ქუთაისის დრამატული თეატრი სპექტაკლით "ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი". წარმოდგენა 10 -ჯერ გაიმართა და იგი 4 899 მაყურებელი დაესწრო
41-ე ადგილზეა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლით "დაისი" წლის განმავლობაში 1-ჯერ დაიგდა და იგი 264 მაყურებელმა ნახა.

2023 წელს 41 თეატრში, 175 სპექტაკლის დადგმაში ფინანსური რესურსი გაიღო როგორც დარგობრივმა სამინისტროებმა, ასევე თვითმმართველობამ. 2023 წელს 33 სპექტაკლი დააფინანსა საქართველოს კულტურის სამინისტრომ. აჭარის კულტურის სამინისტრომ აჭარის სამ თეატრში 6 სპექტაკლის დადგმა დააფინანსა კონკურსის წესით, 27-მა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა (დედაქალაქის და რეგიონების), ხოლო 70 დაიდგა კერძო, საკუთარი შემოსავლებით.

2023 წლის პროდუქტიულ რეჟისორებად დასახელდნენ ელენე მაცხონაშვილი (14); დიმიტრი ხვთისიაშვილი (5), გიორგი სიხარულიძე (5); ავთანდილ ვარსიმაშვილი (4), გოჩა კაპანაძე (4), ნიკოლოზ საბაშვილი (4), ნინო მაღლაკელიძე (4), საბა ასლამაზიშვილი (4).

2023 წლის პროდუქტიული მსახიობები ქალები: მარიკა ბუკია (5); ნინიკო აბესაძე (5); მზია ტურაშვილი (5); ნანა ისიანი (5).

2023 წლის პროდუქტიული მსახიობები კაცები: აბელ სოსელია (6); ბუკა ღლონტი (6); ჯაბა მორჩილაძე (6).


კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კვლევის მიზანია აქტიური და ეფექტურად მომუშავე თეატრების წარმოჩენა, რაც ქართული თეატრის განვითარებას, სფეროში არსებული პრობლემების დადგენასა და მათ აღმოფხვრას, აგრეთვე - თეატრების მუშაობის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თვალნათლივ წარმოდგენას ემსახურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.