ახალი ამბები
ახალი წელი გაძვირებული თუ შემცირებული კომუნალური გადასახადებით
FaceBook
2024 წელს გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებში ცვლილებები შევიდა. 

2024 წლის იანვრიდან ბუნებრივი აირი ძვირდება. თუმცა ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებს.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი იცვლება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - პირველი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 ლარით.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ფასი არ იცვლება და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.

გაიზარდა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფებიც. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.

თუმცა უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის.

სამაგიეროდ ენერგეტიკისა და წყალმომრაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით თბილისისა და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები სამი (3) თეთრით შემცირდა.

შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.