ახალი ამბები
ჭიათურაში 68 წლის პენსიონერი დააყაჩაღეს და მოკლეს
FaceBook
ადგილობრივების მტკიცებით მძარცველებმა გარდაცვალებამდე მოხუცზე იძალადეს და გააუპატიურეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში 68 წლის პენსიონერი ქალი მოკლეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ მანდაეთში შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მოხუც ქალბატონს საცხოვრებელ სახლში მძარცველები პენსიით კუთვნილი თანხის მისათვისებლად დაესხნენ.

"საწყალმა პენსია აიღო და სახლში დაბრუნდა, 150 ლარის გამო კი თავს დაესხნენ და მოკლეს," - ამბობენ ჭიათურაში მცხოვრებლები.

ადგილობრივების მტკიცებითვე მძარცველებმა გარდაცვალებამდე მოხუცზე იძალადეს და გააუპატიურეს.

თუმცა ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

როგორც შშს-ში განმარტავენ, პირველადი ექსპერტიზის საფუძველზე მოხუცზე ძალადობის კვალი არ დასტურდება.

"თუმცა დასტურდება მოხუცი ქალბატონის განზრახ მკვლელობა" - განმარტეს "ქუთაისიპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის სსკ 108- ე მუხლით იძიებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.