ახალი ამბები
9 წლის ქუთაისელი მოსწავლე ჟაუტიკოვის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე სარა აბდულატიფ-მოჰამედი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
9 წლის სარამ მათემატიკაში 15 ამოცანიდან 12 სწორად ამოხსნა, პირველი ადგილი დაიკავა და ახლა ის დაჯილდოვებაზე ყაზახეთის ქალაქ ალმათიშია მიწვეული. მისი პედაგოგი სოფო თედოშვილია.

სარა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასულ წელსაც მონაწილეობდა, სადაც საპრიზო ადგილი აიღო.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა, ყოველწლიურად, ალმათიში იმართება, თუმცა პანდემის შემდეგ ონლაინ ფორმატში ტარდება. ტურნირის ფარგლებში გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი მიმდინარეობს.

წელს მე-19 ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც 16 ქვეყნის 38-ზე მეტი ქალაქის მოსწავლე (230 მესამეკლასელი) მონაწილეობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.