ახალი ამბები
"მისი პასუხი არის გინება" - ქუთაისის მერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში, მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შემდეგ, ინციდენტი მოხდა.
ერთმანეთს კაფე-ბარ „სავანეს“ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდნენ. 

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, ძმები ტურაბელიძეები ქალაქის მერისგან კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაზედაც ხახალეიშვილი გაბრაზდა და გიორგი ტურაბელიძეს საზოგადოებრივ სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 



სავანეს“ მეპატრონის თქმით, ქალაქის მერმა მას არაკაცი და არამზადა უწოდა, რაზედაც სიტყვიერი პასუხი მიიღო, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

"ჩვენთვის, ქუთაისელებისთვის, მერი უკვე მიუწვდომელი პიროვნება გახდა. ქალაქს და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური კითხვები, რაზედაც მისგან პასუხების მიღება მერიის შენობაში შეუძლებელი გახდა, ამიტომ გვიწევს სადაც ვნახავთ, იქ დავუსვათ ეს კითხვები, რაც ძალიან აბრაზებს, გამოჰყავს წყობიდან და მისი პასუხი არის ერთი: გინება და შემდეგ, ფიზიკური შერაცხყოფის მოყენება. ამ ყველაფერზე, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება"
,- განმარტავს გიორგი ტურაბელიძე. 

ძმები კაფე/ბარ "სავანეს" დანგრევასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების მიღებას ქუთაისის მერისგან დიდი ხანია ცდილობენ. ტურაბელიძეები მერის ნახვის მოთხოვნით მერიაში არაერთხელ მივიდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.