ახალი ამბები
იმერეთში, მიუსაფარი ძაღლის სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მიუსაფარ ძაღლს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს.
ძაღლის მდგომარეობა მძიმეა, ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს და ახლა საოპერაციოდ ამზადებენ.

მძიმე კადრები სოციალურ ქსელში, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს, თუმცა შემოწმების შედეგად, აღნიშნული არ დადასტურდა.

„ბლაგვი საგნით არის მიყენებული თავის ქალის არეში ჭრილობა. გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება, იმიტომ რომ არ არის დამწვრობა პირის ღრუში. ენა, კბილი, სასა არის მთელი, ამიტომ, შემოწმების შედეგად დავსვით დიაგნოზი, არის მძიმე ტრავმა თავის ქალის. ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმედ არის სიტუაცია. დღეს უკვე იგეგმება ქირურგიული ჩარევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ გადარჩენა“,- განმარტავს ქირურგის ასისტენტი კონსტანტინე ჯგუშია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.