ახალი ამბები
ქუთაისში, წინასაახალწლო ღონისძიებების გამო, მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკინგი დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება 21 დეკემბრის 24:00 საათიდან 23 დეკემბრის 23:00 საათამდე - ფალიაშვილის ქუჩასა (საჯარო ბიბლიოთეკის შენობამდე) და კოლუმბია-მისურის ქუჩაზე.

ასევე, შეიზღუდება 22 დეკემბრის 10:00 საათიდან 24 დეკემბრის 03:00 საათამდე - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (გელათის ქუჩის დასაწყისი, მაკდონალდსის და მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია) და 23 დეკემბრის 15:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

მერიის ინფორმაციით, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოქმედი სვლაგეზებიც:

"წრიული მარცხენა სვლაგეზი (1L) - თამარ მეფის ქუჩა, ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა;

წრიული მარჯვენა სვლაგეზი (1R) იმოძრავებს ჩვეული გრაფიკით;

N3 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე (კ/თ „საქართველო“);

N41 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე (კ/თ „საქართველო“);

N4 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ბუხაიძის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, ავტომშენებლის გამზირი. ავტომშენებლის გამზირიდან წერეთლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს არსებული გრაფიკით;

N5 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი. ხოლო წითელი ხიდიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით;

N6 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით, ჯაჭვის ხიდისკენ, შემდეგ ვარლამიშვილის მოედანზე, აქედან კი გუმათის დასახლებამდე არსებული გრაფიკით;

N10 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წითელი ხიდით, შემდეგ - სულხან-საბას გამზირით, არსებული გრაფიკის შეუცვლელად;

N19 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, საფიჩხიის მოედანი, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, მარი ბროსეს ქუჩა, ვარლამიშვილის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, აქედან კი ნიკეას ქუჩამდე არსებული გრაფიკით;

N20 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დაბრუნდება არსებული გრაფიკით;

N106 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - იმოძრავებს ნაცვლად აღამაშენებლის მოედნისა, რუსთაველის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა, ჯაჭვის ხიდი, ვარლამიშვილის მოედანი, გუმათის დასახლებამდე კი დადგენილი გრაფიკით;

N126 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - რუსთაველის გამზირიდან, აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელ ხიდამდე;

N133 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე, მარი ბროსეს ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე;

N141 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - დავით აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ვარლამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით გელათის ქუჩის მიმართულებით, 26 მაისის ქუჩაზე და სვლას განაგრძობს არსებული გრაფიკით. უკან დაბრუნდება საფიჩხიის მოედნით, 26 მაისის ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე და მარი ბროსეს ქუჩის გავლით ვარლამიშვილის ქუჩაზე",- განმარტავენ ქუთაისის მერიაში. 

ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები, 23 დეკემბრიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 15:00 საათიდან დაიწყება.

ამავე დღეს არის დაგეგმილი ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთებაც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.