ახალი ამბები
ქუთაისში, 25 დეკემბერს „კათოლიკური შობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. კათოლიკური შობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
საშობაო საღამო, 25 დეკემბერს, „ტურიზმის ცენტრში“, 18:30 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მუსიკას და დააგემოვნონ გლიტვეინი, ცხელი შოკოლადი, ტკბილეული და საახალწლო ჩაროზი.

კათოლიკური შობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე წლებია, Dmo imereti-ის ინიციატივით იმართება.

„ქუთაისში, როგორც ტოლერანტობით ცნობილ ქალაქში, ისტორიას ერთად ქმნიდნენ მართლმადიდებელი და კათოლიკე ქუთათურები. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად ვაქციეთ შობის აღნიშვნა ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დიდებულ დღესასწაულს“,- განმარტავენ Dmo imereti-ში.

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი გრეგორიანული კალენდრით ქრისტეს შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.

ფოტო: Dmo imereti

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.