ახალი ამბები
"განიხილოს საქმე გენერალურმა პროკურატურამ და თავიდან დაიწყოს გამოძიება"
FaceBook
კოლეჯ "მედიკ ფორტეს"  ხელმძღვანელი იზა დიაკვნიშვილი, რომელიც ქუთაისის მერიას იჯარით აღებული ქონების დაუკითხავად გასხვისებას ედავება, საქმეში ჩართული პროკურორების წინააღმდეგ გამოძიების დაიწყებას ითხოვს.

აღნიშნულის მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წამომადგენელთან ერთად, ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობის წინ გაახმოვანა. 

დიაკვნიშვილის თქმით, 2018 წელს, კორუფციული გარიგების საფუძველზე, ქუთაისის მერიამ მისი კოლეჯის შენობა დავით ტაბიძეს მიყიდა, რომელმაც ობიექტიდან დაახლოებით 77 000 ლარის ღირებულების ინვენტარი გაიტანა.

„ამაზე აღიძრა საქმე, მაგრამ კორუმპირებულმა პროკურორებმა (ემზარ გაგინიძემ და ირაკლი მირცხულავამ, ზიტა ჭულუხაძემ) და გამომძიებლებმა (ილია ანაკიძემ და ირინა დოგრაშვილმა, გერაძემ და ილია კოხრეიძემ) ჩაატარეს არამიზანმიმართული საგამოძიებო მოქმედებები და შეკერეს ტყუილი საქმე, რომლითაც ბრალდებულს ჯერ კიდევ არ აქვს ბრალი წაყენებული. ამიტომ, მოვითხოვ, სასწრაფო წესით დაიწყონ გამოძიება ემზარ გაგნიძისა და ირაკლი მირცხულავას წინააღმდეგ, რადგან ისინი აქეთ მედავებიან და მეუბნებიან, რომ თუ არ გავჩუმდები პასუხისგებაში მიმცემენ და და ჩემს წინააღმდეგ აღძრავენ საქმეს. მოვითხოვ მათ დაკითხვას“,- განმარტავს იზა დიაკვნიშვილი.

ის ამბობს, რომ ქუთაისის პროკურატურას ან ენდობა, ამიტომ მოითხოვს, საქმე გენერალურმა პროკურატურამ განიხილოს და თავიდან დაიწყოს გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს.

„საქმეში კარგად ჩანს, არაკანონიერი ბრძანების საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა, შემდეგ შენობის იაფად შეფასება, რასა მოჰყვა კერძო მესაკუთრისთვის კონკრეტული ქონების წართმევა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ცდილობს, მთელი ეს ამბავი დააბრალოს ერთ ადამიანს და დაკავებული ჰყავთ კერძო შემფასებელი, რომელიც თურმე ასე დადიოდა და აფასებდა იაფად ქუთაისში შენობებს. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები არ გვაქვს, პროკურატურა სწორი მიმართულებით წავა, ვაპირებთ, სხვადასხვა უწყებებს მაინც მივმართოთ“,-  განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩა #34 -ში მდებარე სამსართულიანი შენობა, რომელიც დიაკვნიშვილს იჯარით ჰქონდა აღებული, 2018 წელს ექიმმა და ბიზნესმენმა დავით ტაბიძემ 508 000 ლარად შეიძინა. ტაბიძე არ უარყოფს, რომ ობიექტიდან ინვენტარი გაიტანა, თუმცა ამბობს, რომ ეს კანონიერი გზით მოხდა. 

"დიახ, გავიტანე, მაგრამ კანონიერად მოხდა ეს ყველაფერი, ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. რას ითხოვს ეს ქალბატონი არ ვიცი",- განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" დავით ტაბიძე.

იზა დიაკვნიშვილის მხრიდან საქმეში მონაწილე პროკურორებისთვის წაყენებული ბრალდებების შესახებ ჩვენ პროკურატურის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, პროკურატურამ ქუთაისის მერიის მიერ დაქირავებული კერძო აუდიტი დააკავა, ანტიკორუფციული ბიურო კი, ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

საქმე ეხება საზოგადოებრივი კოლეჯის "მედიკ ფორტეს’’ შენობის ხუთი წლის წინ გაყიდვის საქმეს, რომელზეც მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. "მედიკ ფორტეს'' დირექტორი იზა დიაკვნიშვილი მერიას იჯარით აღებული ქონების დაუკითხავად გასხვისებას ედავება. ამის გარდა, შენობის გაყიდვა, როგორც იზა დიაკვნიშვილი განმარტავს, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდა, რამაც ქონების ფასი დაწია.

ამას კი, როგორც დიაკვნიშვილი გვიყვება, კორუფციულ გარიგებასთან და იუზა უგულავასთან მივყავართ. დაკავებული თავიდან დუმილის უფლებას იყენებდა. თუმცა, მოგვიანებით დაარღვია და განცხადა, რომ შეფასება არა შესწავლის, არამედ ვარაუდის დონეზე დაწერა.


ამავე თემაზე:

გაყალბებული დოკუმენტაციით გაყიდული შენობა - საქმეს პროკურატურა იძიებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.