ახალი ამბები
"არც ორეულს უშვებს და არც თვითონ მოდის"- ქუთაისის საკრებულოზე ქალაქის მერს "ეძებენ "
FaceBook
ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომებს, რომელთა დასწრების ვალდებულება კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული, რამდენიმე თვეა არ დასწრებია.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ის მათ კრიტიკულ კითხვებს და მოქალაქეებთან  შეხვედრას თავს არიდებს და თვეებია  „იმალება“.

"გვემალება, არც ორეულს უშვებს და არც თვითონ მოდის, მთელი ეს თვეებია ვითხოვთ დაგვენახოს. ხან აუდიტის დასკვნებს გვიმალავს. არ გამოდის, კითხვებს არ პასუხობს, ჩვენ კი არა, აგერ მოქალაქეები დადიან და ხან წინა შესასვლელიდან ეპარება და ხან უკანა, მათაც არ ხვდება. ვითხოვთ, გამოჩნდეს, ან ორეული მაინც გამოგვიგზავნოს, რომ შევხვდეთ, მოვუსმინოთ და კითხვები დავუსვათ“,
- განმარტავს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. 

მისივე თქმით, ქალაქის მერს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა არ სურს და მხოლოდ დაჯილდოვებებზე დადის, სადაც სიგელებს გადასცემენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, ქალაქის პირველ პირთან შეკითხვები აქვთ კაფე/ბარე "სავანეს" მეპატრონეებსაც, რომლებიც უკვე ორი თვეა, მერთან შეხვედრას ითხოვენ

რატომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა კაფე/ბარის დანგრევას - მათ ამ კითხვაზე იოსებ ხახალეიშვილისგან პასუხის მიღება სურთ და ამ მიზეზით, მერთან შეხვედრის იმედით, საკრებულოს სხდომებს ესწრებიან, თუმცა მერი სხდომებზე აღარ ჩნდება. 

"მერიაში არაერთხელ მივედით, მერთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ არ შეგვხვდა", - განმარტავს "სავანეს" ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ტურაბლიძე.

მერიის პრესსამსახურში კი, საკრებულოს სხდომებზე ქალაქის პირველი პირის არყოფნას მივლინებით ხსნიან.

იოსებ ხახალეიშვილი ბოლოს მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმყოფებოდა, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა და სადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.