ახალი ამბები
დარკვეთის მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება შედგა
FaceBook
პროტესტის მეხუთე დღეს, ჭიათურაში გაფიცულ დარკვეთის მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაროელები, იანვრის თვიდან, 12 საათიან, ე.წ ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, მათი სამუშაო დღე კი, თებერვლიდან, შესაბამისად ანაზღაურდება.

„ერთიანობამ და სოლიდარობამ გამოიღო შედეგი. აღარ დაგვჭირდა ქუჩაში გამოსვლა, თვალებისა და პირის ამოკერვა. დიალოგის რეჟიმში მივაღწიეთ შეთანხმებას და ამისთვის დიდი მადლობა მაღაროელების თანამშრომლებს, ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა, მადლობა პროფკავშირებს და კომპანიის იმ წარმომადგენლებს, ვისაც ხელეწიფებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა“,
- ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაფიცულები 5 დღის განმავლობაში იყვნენ. მათი სოლიდარობის ნიშნად, ჭიათურაში არსებული 13 მაღარო გაჩერებული იყო, 1 700-მდე დასაქმებული კი - გაფიცული.


ამავე თემაზე:

პროტესტის მეოთხე დღე - მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა

პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - დარკვეთის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.