ახალი ამბები
ხორცზე, ყველზე, კვერცხზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები მომატებულია - საქსტატი
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. 3.7%-ით შემცირდა ფასი ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 2%-ით შემცირდა ხილსა და ყურძენზე, 1.5%-ით - შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, 0.8%-ით - თევზეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე.

ამასთან, 0.6%-ით გაიზარდა ფასი ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, 0.4%-ით ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 0.5%-ით ყველზე, კვერცხზე, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე.

საქსტატის მონაცემებით, ფასები 0.8%-ით არის შემცირებული ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. კერძოდ, ფასების 1.5 პროცენტიანი კლება ფიქსირდება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე.

ფასების 1.7 პროცენტიანი კლებაა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფში. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1%);

საქსტატის ინფორმაციით, ფასები 0,9%-ით არის მომატებული საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში. 2.8%-ით არის გაზრდილი ფასი საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა/შეკეთებაზე, 1%-ით კი - საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე.

9.8%-ით არის გაზრდილი ფასი სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. კერძოდ, საფინანსო მომსახურება მომატებულია 26.3%-ით, პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი - 5.6%-ით, პირადი ჰიგიენა კი - 5.2%-ით.

ამასთან, 2.5%-ით არის გაზრდილი ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. 4.3%-ით არის მომატებული სატრანსპორტო მომსახურება, 2.9%-ით - სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, 1.5%-ით - პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია.

5.1%-ით არის გაზრდილი ფასი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე ალკოჰოლური სასმელების (4%) ქვეჯგუფებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.