ახალი ამბები
"დაიწყონ კანონპროექტის განხილვა" - პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ პეტიცია შეიქმნა
FaceBook
პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ხელმოწერები შეგროვდა.
პეტიციის ავტორი ორგანიზაცია „animal project“-ია, რომელთა წარმომადგენლების განმარტებით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები.

ამიტომ, პეტიციის ავტორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ დაიწყონ იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც, პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოექცევა. 

„ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში“,- წერია პეტიციაში.

პეტიციისთვის, რომელიც 2 დეკემბერს შეიქმნა, სულ 15 000 ხელმოწერაა საჭირო. ზუსტად 2 დღეში კი მას ხელს უკვე 18 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს. 

საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. ამასთან, ქვეყანაში შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ არის. შესაბამისად, უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში, ცენტრს დახმარებისთვის პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 18 წლამდე ასაკის 19 პირი იყო, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება კი  41 შემთხვევაში დადგა. ამასთან, დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების და მიუსაფარი ცხოველების დაზიანების ფაქტებიც.

პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა, მიმდინარე წლის 28 მარტს, დააინიცირეს, თუმცა, პროექტი პარლამენტის მიერ განხილული ჯერაც არ არის.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები 1000 და 5000 ლარით დაჯარიმდებიან. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება კი იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ფოტო: არქივი

ამავე თემაზე:

პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირეს





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.