ახალი ამბები
"მუდამ საფრთხეს ვგრძნობ" - გათიშული შუქნიშანი და საავარიო ვითარება ავტოქარხანაში
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ე.წ.  ძველი უნივერმაღის წინ დამონტაჟებული გამაფრთხილებელი შუქნიშანი არ მუშაობს, რაც ადგილზე საავარიო ვითარებას ქმნის.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მოძრაობაა, რადგან ავტომშენებლის ქუჩა გზის პირზე მდებარეობს, გარდა ამისა, ქუჩას ორი გზაჯვარედინი ესაზღვრება, შესაბამისად, ოთხმაგი მოძრაობის პირობებში  სავალ ნაწილზე ქვეითთა გადაადგილება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზაზე მოძრაობის ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, როცა ხილვადობა ნაკლებია და ინტენსიური მოძრაობაა. 

"მანქანები ისე სწრაფად მოძრაობენ, თან იმდენი ავტომობილია, "ზებრა" გადასასვლელზე კანკალით გადავდივარ. ამ ადგილზე მხოლოდ გამაფრთხილებელი შუქნიშანი საკმარისი არაა, ეს შუქნიშანი მხოლოდ შორიდან უჩვენებს მძღოლებს, რომ მოძრაობა უნდა შეანელონ. სატრანსპორტო რეგულირების შუქნიშანიც საჭიროა, რათა ქვეითი გზაზე მშვიდად გადავიდეს. თუმცა რაც არის დამონტაჟებული, ისიც გაფუჭდა", - ამბობს ავტოქარხნის ერთ-ერთი მცხოვრები.

,,ორი შვილი მყავს. მათთან ერთად ასეთ მოძრაობაში გზის მეორე მხარეს გადასვლა ძალიან რთულია. მანქანები სწრაფად დაჰქრიან. აქ  "ზებრა" გადასასვლელია, მაგრამ მძღოლებს ეჩქარებათ და ცდილობენ გადაგასწრონ. ადრე შუქნიშანი ცოტას აკავებდათ და ასე ძალიან არ მეშინოდა, ახლა მუდამ საფრთხეს ვგრძნობ", - ამბობს ადგილობრივი მართა როინიშვილი.

ააიპ ,,ქუთგანათების სერვისში’’ ამბობენ, რომ გამაფრთხილებელი შუქნიშნები მზის ელემენტზე იმუხტებიან, ღრუბლიან ამინდებში კი, შესაძლოა, დამუხტვა ვერ მოასწრონ და გაითიშონ. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ მუშაობს ავტოქარხნის ქუჩაზე დამონტაჟებული საგზაო უსაფრთხოების ნიშანიც.

ააიპ  "ქუთგანათების სერვისის"  უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით, შუქნიშანს შეამოწმებენ და შემდეგ შეაკეთებენ. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.