ახალი ამბები
"მეშინია, ბინა თავზე არ ჩამომენგრეს" - ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსებიდან ბათქაში ცვივა
FaceBook
ქუთაისში ი.ჭავჭავაძის ქუჩა #39, #41-ში  მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან ბათქაში ცვივა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოშლილი მასა შუახნის მამაკაცს დაეცა და ხელი დაუზიანა. აღნიშნული პრობლემის გამო თავს უსაფრთხოდ ვერც კორპუსის მცხოვრებლები გრძნობენ, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ შენობა ნელ-ნელა ჩამოიშლება.


ი. ჭავჭავაძის ქუჩა


"ჩემი კორპუსიდან სამშენებლო მასალები თითქმის ყოველდღე იყრება. ორი კვირის წინ აივანზე ვიდექი და დავინახე, რომ ჩამოშლილი მასა ლამის ბავშვს დაეცა. აქ მცხოვრებლებიც საფრთხეში ვართ. ძალიან მეშინია, ბინა თავზე არ ჩამომენგრეს. კოპუსის მცხოვრებლემა მერიასაც მიმართეს, თუმცა წლები გადის და არაფერი იცვლება,’’ -ამბობს ი.ჭავჭავაძის  ქუჩა #39-ის ერთ-ერთი მცხოვრები.

,,აქ გავლას ვერიდები, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვარ. რა უნდა ახლა ამის მოწესრიგებას? ეს ორი კორპუსი რომ შეაკეთონ, დავიჯერო ამდენად რთულია? აქ ხალხი მოძრაობს და მერიის უმოქმედობას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნარგიზა მარშანია.

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ქუთაისში მდებარე 18 შენობის ფასადების მოსაწესრიგებლად, ჯამში 2 156 348 ლარის ტენდერი შედგა. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ფასადების მოწესრიგება 2024 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ რა თანხა გამოიყოფა ამისთვის და ჯამში რამდენი კორპუსი შეკეთდება.

ქუთაისში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსებიდან ბათქაში წლებია იყრება. 2017 წელს, შენობიდან აგურის ჩამოვარდნას 12 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.