ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოადგილეს კორუფციაში ადანაშაულებენ
FaceBook
საზოგადოებრივი კოლეჯის, "მედიკ ფორტეს" დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.
იზა დიაკვნიშვილი ამბობს, რომ მერიამ 2018 წელს, მასთან შეუთანხმებლად გაყიდა ზ.გამახურდიას ქუჩა  #34-ში მდებარე შენობა, სადაც ,,მედიკ ფორტე" იყო განთავსებული, მაშინ როცა დაზარალებულს ამ შენობის მეორე სართული იჯარით ჰქონდა აღებული და ობიექტის გასარემონტებლად 150 ათას ლარამდე დახარჯული, იჯარის ვადა კი ამოწურული არ იყო. იზა დიაკვნიშვილი ამბობს, რომ ქონების პრივატიზების შემდეგ მერიამ იჯარის ხელშეკრულება გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე გაუუქმა, რომელსაც ხელი ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ მოაწერა.

"დასკვნაში დაწერეს, რომ საიჯარო პირობებს არ ვასრულებდი, შენობა არ გამირემონტებია და იჯარას არ ვიხდიდი, რაც ტყუილია. 150 ათასი ლარის ინვესტიცია ჩავდე შენობაში, იჯარის დავალიანებაც ბევრი არ მქონდა. ეს ყველაფერი იუზა უგულავას დაკვეთით ხდებოდა," - ამბობს იზა დიაკვნიშვილი.

იზა დიაკვნიშვილს სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აქვს შეტანილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კერძო აუდიტორი დავით რობაქიძე, რომელმაც ზ.გამსახურდიას #34-ში არსებული შენობა შეაფასა. სწორედ ამ  შეფასების მიხედვით განისაზღვრა ქონების ფასი, რის შედეგადაც ობიექტი აუქციონზე მის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად, 508 ათას ლარად გაყიდეს.

იზა დიაკვნიშვილი განმარტავს, რომ დავით რობაქიძემ შეფასებას დანგრეული შენობის სურათები დაურთო, რომელიც რეალურად ზ.გამსახურდიას ქუჩა #34-ში არსებულ ფართს არ ასახავდა და სხვაგან იყო გადაღებული. გარდა ამისა, დაზარალებულის თქმით, აუდიტორმა დოკუმენტს ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის ძველი, 2009 წლის დასკვნა დაურთო, როცა შენობა ჯერ გარემონტებული არ იყო, რის გამოც ქონების ფასმა დაიწია. იზა დიაკვნიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტების გაყალბება დავით რობაქიძის ინტერესებში არ შედიოდა და მან გავლენიანი პირის, კერძოდ, იუზა უგულავას დაკვეთა შეასრულა, ამ უკანასკნელმა კი, იზა დიაკვნიშვილის თქმით, ამ  საქმით ფული გაათეთრა.

ქუთაისის მერიაში ,,მედიკ ფორტეს" შენობის გაყიდვასთან იუზა უგულავას დაკავშირებას უსაფუძვლოს უწოდებენ, რადგან აღნიშნული ობიექტი მერიის საპრივატიზაციო ქონებათა ნუსხაში ჯერ კიდევ 2016 წელს იყო, იუზა უგულავა კი მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა. რაც შეეხება 2018 წელს შენობის დაბალ ფასად გაყიდვას, მერიაში მთელ პასუხისმგებლობას კერძო აუდიტორს აკისრებენ და და აცხადებენ, რომ იუზა უგულავა არაფერ შუაშია.

იზა დიაკვნიშვილმა ზ.გამსახურდიას #34-ში მდებარე სამსართულიანი შენობის მეორე სართული 12-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით 2010 წელს აიღო და მასში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი კოლეჯი ,,მედიკ ფორტე’’ გახსნა. საიჯარო პირობების მიხედვით, მოიჯარეს წელიწადში იჯარის თანხა - 8000 ლარი უნდა გადაეხადა, ამავდროულად, აღნიშნულ ტერიტორიაზე 150 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორცილებინა. ,,მედიკ ფორტე" შენობაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2018 წლის 4 აპრილს ქონება დავით ტაბიძემ შეისყიდა და ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.

ქუთაისი პოსტი თემაზე აგრძელებს მუშაობას. მხარეებს შორის არსებულ სასამართლო დავაზე  ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.