ახალი ამბები
"ეს ვანდალიზმი მერიამ დღემდე ვერ აღკვეთა'' - დამტვრეული სკამები ქუთაისის სკვერებში
FaceBook
ქუთაისში არსებულ რამდენიმე ბაღსა და სკვერში ინვენტარის ნაწილი დაზიანებულია, რაც ადგილობრივებში პროტესტს იწვევს.
საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის  დაზიანებისთვის მოქალაქეების დაჯარიმების გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 5 თვის წინ მიიღო, მაგრამ მერიაში არ გვეუბნებიან მსგავს ვანდალურ შემთხვევებზე  რამდენი მოქალაქე დააჯარიმეს. 

"მესმის მერიის ბრალი არაა, როცა ჩვენ, ხალხი ვანდალურად ვიქცევით და საზოგადოებრივ ქონებას ვანადგურებთ, მაგრამ ხომ შეიძლება კამერები დადგან და მსგავს ფაქტებზე ადამიანები დააჯარიმონ? საზოგადოებას, სამწუხაროდ, აქვს განცდა, რომ რაც საზოგადოა და პირადი საკუთრება არ არის, მისი არ არის. ვფიქრობ, ადგილობრივმა მთავრობამ ხალხის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს, სხვა შემთხვევაში მუდამ ვანდალიზმის წინაშე ვიდგებით,’’ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნარგიზა გელაძე.


ქუთაისის ცენტრალური ბულვარი

ინვენტარი დაზიანებულია ავტოქარხანის დასახლებაში მდებარე სკვერშიც, რომელიც 2020 წელს გაიხსნა.   მისი კეთილმოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დახარჯა.  

"ეს სკამი ნახევრად დამტვრეულია, რაც საცოდაობაა. სკვერი გავიკეთეს, რაც კარგია, მაგრამ ყველაფერი მალე რომ ფუჭდება, ეს გულსატკენია. ხომ უნდა მოუფრთხილდეთ, რაც გაკეთდა? ან მერიამ ხომ მაინც უნდა იზრუნოს, რაც მოაწყო, იმის დაცვაზე?", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მანანა ნიქაბაძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მერია თანმიმდევრული უნდა იყოს და იქ,  სადაც სკვერს აწყობს, იქვე  ვიდეოკამარებიც უნდა დააყენოს. 

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.