ახალი ამბები
,,სავანეს’’ ადგილზე ფანჩატური მოეწყობა - კაფე-ბარის მფლობელის ადვოკატი
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს'' ნაცვლად, ადგილზე ფანჩატური მოეწყობა, -ამის შესახებ კვების ობიექტის მფლობელებმა და ადვოკატებმა დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


"13 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე, მერიის იურისტებმა იმ ახალი კაფის სასყიდლით გადმოცემა შემოგვთავზეს, რომელიც როგორც ვიცოდით,  ,,სავანეს’’ ნაცვლად უნდა აშენებულიყო. ახლა კი იურისტი ირაკლი გიორგაძე გვეუბნება, რომ კაფის ადგილზე ფანჩატური მოეწყობა. საინტერესოა, ამის გადმოცემას აპირებდნენ?", - ამბობს ,,სავანეს’’ მეპატრონეების ადვოკატი ლელა ბანძელაძე.

ბარის მფლობელის, გიორგი ტურაბელიძის ინფორმაციით კი, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის ხარჯთააღრიცხვის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ,,სავანეს’’ შენობა უნდა დაანგრიონ, კაფის დემონტაჟი ასახული არაა.

,,პროექტში ჩამოწერილია იმ შენობების სია, რომლებიც უნდა დაანგრიონ. ამ დოკუმენტში კაფეზე არაფერია ნათქვამი, რადგან 2006 წელს ბაღის აზომვით ნახაზზე ,,სავანე’’ არ დაიტანეს. კაფეს საკადასტრო კოდიც არ აქვს, შესაბამისად, პროექტში ვერ ასახავდნენ. ვითომ აქ შენობა არც დგას,’’ - ამბობს ბარის მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.

მისივე თქმით, ხარჯთააღრიცხვის დოკუმენტში ჩამოწერილი შენობებიდან, რომელთა დემონტაჟსაც აპირებენ, ისეთი ინფრასტრუქტურაც გვხდება, რომლებიც ბაღში არ არის, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს. 

ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი  {NAT220025121]  მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა  გასულ წელს გამოაცხადა.  სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს  "დაგმა" აიღო. 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით "დაგს" ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამუშაოების განხორციელება ევალება. აღნიშნულისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი.

ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელებს შორის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებული დავა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე დარინა აბულაძე 16 ნოემბერს გამოაცხადებს.

სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა დაანგრევენ თუ არა ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის შენობას.

ადგილობრივ მთავრობასა და "სავანეს" შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან  დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ, მერიამ  მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო.

მერიაში ამ საკითხზე განმარტებას, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, არ აკეთებენ.

ქალაქის  ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.