ახალი ამბები
სახელმწიფო რეკეტი - წარწერები კაფე "სავანეს" ფასადზე
FaceBook
სახელმწიფო რეკეტი! გვართმევენ! ანგრევენ! - ასეთი წარწერები გააკეთეს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“ შენობის ფასადზე მეპატრონეებმა. 
სასამართლოს ეზოში დღეს გამართული აქციის შემდეგ, შენობის დანგრევის მომლოდინე მფლობელებმა ამჯერად ასე გამოხატეს თავიანთი პროტესტი. 

წარწერების გარდა, ობიექტის ფასადზე, მათ კაფის სამართლებრივი დავის საქმეში მერიის მხრიდან ჩართული ხელმძღვანელი პირების ფოტოებიც გააკრეს. ესენია: ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე იუზა უგულავა, იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი ხელძღვანელი გიორგი გიორგობიანი.



ქუთაისი მერია ობიექტის მეპატრონეებს ტერიტორიის დაცლასა და 200 ათას ლარამდე საიჯარო თანხის გადახდას სთხოვს. ამასთანავე, მერია კაფე-ბარის ,,სავანეს’’ მფლობელებს, ობიექტის დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილზე ახალი კაფის აშენებას და მის სასყიდლით გადაცემას სთავაზობს. მხარეებს შორის შესაძლო მორიგებაზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, ტურაბელიძეების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობის შედეგად, პროცესი 27 ოქტომბრამდე გადაიდო.

"კატასტროფა ხდებოდა დღეს სასამართლოში. პროცესი გადაიდო, იმიტომ რომ 155 გვერდიანი დოკუმენტი მოიტანა ირაკლი გიორგაძემ (მერიის იურისტი), გვეუბნებოდნენ, ეს უნდა გენახათ რომელიღაც საიტზე, ამისთვის აქამდე დრო გქონდათო. წარმოიდგინეთ, მტკიცებულებად მოაქვთ დოკუმენტი, რომლის გაცნობის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ, ისე უნდოდათ გავესამართლებინეთ. ეს არ არის საქალაქო სასამართლო პროცესი, უბრალოდ, გვასამართლებენ. როგორც მონებს ასამართლებდნენ, ისე გვასამართლებენ პირდაპირი გაგებით“, - ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და "სავენს"  შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ საქმეში თანმიმდევრულობა გამოიჩინა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ, მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო.

მერიაში ამ საკითხზე განმარტებას,  სასამართლო პროცესის დასრულებამდე,  არ აკეთებენ. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


ამავე თემაზე:

"არა კერძო საკუთრების ხელყოფას" - აქცია სასამართლო პროცესის დაწყებამდე

ახალი კაფე ,,სავანეს'' ნაცვლად - მერიის შეთავაზება ობიექტის მფლობელებს

200 ათასამდე საიჯარო თანხა და ობიექტის დემონტაჟი - მერიის მოთხოვნა "სავანეს" მფლობელებს

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე, შესაძლოა, დაანგრიონ - გროვდება ხელმოწერები

საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.