ახალი ამბები
"დალაგების პროცესში ვართ" - ქუთაისის მე-9 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
FaceBook
სხვადასხვა სკოლაში 3-წლიანი შეხიზვნის შემდეგ, ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტირებულ შენობაში მოსწავლეები და მასწავლებლები  ერთ კვირაში დაბრუნდებიან. 
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სოფიო ქუთათელაძის განმარტებით, ამ დროისთვის შენობაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც სასწავლო პროცესი 1 ნოემბრიდან განახლდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ახლა დალაგების პროცესში ვართ, ჩვენი ავეჯი უნდა გადმოვიტანოთ და უკვე 1 ნოემბრიდან დავიწყებთ სასწავლო პროცესს ჩვენს სკოლაში“,
- ამბობს სოფიო ქუთათელაძე.

№9 სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

მგფ-ს ინფორმაციით, სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. კერძოდ, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ამასთან, სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.


სკოლის შიდა ინტერიერი



საჯარო სკოლის საპირფარეშო

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი [NAT200012474] 2020 წლის აგვისტოში გამოცხადდა, სადაც შპს "დამბამ" გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გაფორმდა.

კომპანიას სკოლის კეთილმოწყობა 2 მილიონ 265 767 ლარის სანაცვლოდ დაევალა, თუმცა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, სკოლის სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. 

მთავარი მიზეზი კი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, შენობის ერთ-ერთი ფრაგმენტის კედლის დეფორმაცია გახდა. 

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში 1 170 მოსწავლე ირიცხება. ისინი, რეაბილიტაციის პერიოდში, ქალაქის ორ, მე-11 და მე-12 სკოლაში, იყვნენ გადანაწილებული. 

ამავე თემაზე:

"აჩენს კორუფციულ რისკებს" - ქუთაისში, მე-9 სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაცია გააპროტესტეს

ქუთაისის მე-9 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წელს, კვლავ სხვა სკოლების შენობებში განაახლებენ

"რემონტს ბოლო არ უჩანს" - რა ხდება ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობაში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.