ახალი ამბები
"გარევაჭრობას არ აქვს მასიური სახე" - წყალტუბოს მერიის პასუხი ბაზრის მოვაჭრეებს
FaceBook
წყალტუბოს სურსათის ბაზრის მოვაჭრეების პროტესტის მიუხედავად, მერიაში გარევაჭრობის პრობლემას არ აღიარებენ. 
მაშინ, როცა მოვაჭრეები, მყიდველთა სიმცირეს ზუსტად იმის გამო უჩივიან, რომ ბაზრის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები სხედან.

"ვერანაირ სარგებელს ვერ ვნახულობთ, ვიხდით დახლის საფასურსაც, დღეში - 4 ლარს. თუკი კანონმორჩილები უნდა ვიყოთ, მაშინ კანონს დაემორჩილონ ის ადამიანებიც, რომლებიც ბაზრის გარეთ ვაჭრობენ. ცარიელია შიგნით დახლები, შემოვიდნენ აქ და ივაჭრონ“, -
ამბობს მოვაჭრე თამარა ალხაზაშვილი.

მისივე თქმით, წყალტუბოს მერიას, პრობლემის აღმოსაფხვრელად, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ წყალტუბოს თვითმმართველობიდან გამოთხოვილ წერილში, ვკითხულობთ, რომ გარევაჭრობის მონიტორინგს მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური ახორციელებს, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული სამსახური ქალაქში გარევაჭრობის მასიურ სახეს "ვერ ხედავს".

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არ აქვს მასიური სახე კონკრეტულ ადგილებზეგარე ვაჭრობის ფაქტებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ხდება გარე მოვაჭრისათვის ალტერნატიული, გენგეგმით ვაჭრობისათვის გათვალისწინებული ადგილების შეთავაზება",- აღნიშნულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.

წყალტუბოს ბაზარში 50-ზე მეტი მოვაჭრეა აღრიცხული.

გარევაჭრობა კანონით აკრძალული საქმიანობაა. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანახმად ისჯება. კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.

ამავე თემაზე:

"გვიფუჭდება პროდუქტი, ვზარალდებით"- წყალტუბოს ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.