ახალი ამბები
ახალი კაფე ,,სავანეს'' ნაცვლად - მერიის შეთავაზება ობიექტის მფლობელებს
FaceBook
ქუთაისის მერია კაფე-ბარის ,,სავანეს’’ მფლობელებს, ობიექტის დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილზე ახალი კაფის აშენებას და მის სასყიდლით გადაცემას სთავაზობს.
შეთავაზება მერიის იურისტებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე გაახმოვანეს, რომელიც მერიასა და კაფე-ბარის მეპატრონეებს შორის, ობიექტის დემონტაჟის საკითხზე მიმდინარეობდა.

"თუ ეს პირობა თქვენთვის ხელსაყრელია, შეგვიძლია მოვრიგდეთ. მერია მზადაა ახალი ობიექტი სასყიდლით გადმოგცეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადავწყვიტოთ,'' - განუმარტა სასამართლო სხდომაზე მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ კაფე-ბარის მფლობელებს.

მერიის ადვოკატების თქმით, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისთვის სოლიდური თანხაა გამოყოფილი და მისი აუთვისებლობის შემთხვევაში ქალაქი ამ ფულს დაკარგავს.

სასამართლო პროცესზე ირაკლი გიორგაძემ განმარტა, რომ ,,სავანეს'' ადგილზე ახალი კაფე უნდა აშენდეს, რომელიც უკვე არსებულისგან განსხვავებით, ქალაქის არქიტექტურულ იერსახეში ჩაჯდება.

"ხოლო მას შემდეგ, რაც განახლებული ბულვარი მერიის საკუთრებაში გადავა, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საკუთარ ბალანსზე არსებული ახალი კაფე-ბარი შპს ,,ნიკოლოს’’ 10 წლის ვადით გადასცეს", - ამბობს მერიის იურისტი.

თუმცა მერიის იურისტები ვერ აკონკრეტებენ რა დაუჯდება შპს ,,ნიკოლოს’’ კაფის შესყიდვა. მათი თქმით, ეს საკითხი ექსპერტებთან ერთად უნდა შეფასდეს.

კაფე-ბარის მფლობელები კი ამბობენ, რომ თუკი პრობლემა მხოლოდ "სავანეს" იერსახეა, მისი მოგვარება ბარის მეპატრონეებს მარტივად შეუძლიათ.

,,რა საჭიროა ,,სავანეს'' დანგრევა, როცა შესაძლებელია ობიექტი ქალაქის არქიტექტურულ  იერსახეს შევუსაბამოთ? მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ მის ადგილზე ისევ კაფე უნდა აშენდეს? ეს ხომ ლოგიკის ფარგლებს სცდება,''-ამბობს კაფის თანამფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

ტურაბელიძეებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მერიის შეთაზავებაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც გადაწყდება მორიგდებიან თუ არა მხარეები.

რაც შეეხება შემდეგ სასამართლო პროცესს, 24 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა წლების წინ დაიწყო. მერია ტურაბელიძეებს იმ მიწას ედავებოდა, რომელზეც ,,სავანე’’ დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, თანაც კანონის მიხედვით, შენობა და მიწა განუყოფელია. მერია კი აცხადებდა, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ამავე თემაზე:




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.