ახალი ამბები
"ადგილი ვერცერთ საცხოვრისში გამოგვინახეს’’ - 12 წელი თავშესაფრის ძიებაში
FaceBook
ქუთაისში ორი სოციალური საცხოვრისია, მიუხედავად ამისა, 10-მდე უსახლკარო ოჯახი ზამთარს ისევ  დანგრეულ შენობაში გაატარებს.   
საუბარია სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც ნახევრადჩამოშლილ ოთახებში ცხოვრობენ. ამ ოჯახებს მერიის მიერ მოწყობილ თავშესაფრებში ბინები იმიტომ არ ერგოთ, რომ  როგორც მერიაში გვითხრეს, შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, დედა-შვილ მზევინარ და ნატო ჯანგველაძეებს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ, რომელიც მერიის მიერ შედგენილ კრიტერიუმებში ბინის მისაღებად მნიშვნელოვანია.

როგორც ჩანს, ავარიულ შენობაში ცხოვრება, სადაც ყოველი წვიმის დროს ოთახები იტბორება, სოციალურად დაუცველის სტატუსის, შემდეგ კი, საცხოვრისში ბინის  მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.



84 წლის მზევინარ ჯანგველაძე ერთ-ერთია  სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებთა  შორის, რომლებიც წლებია ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ვერც ნიკეას და ვერც გუგუნავას სოციალურ საცხოვრისებში მათთვის ადგილები ვერ გამოიძებნა.

მზევინარის თავშესაფარი 11 კვ.მ. ამორტიზებული ოთახია, სადაც ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ხანდაზმულ ქალბატონს ბინაში არ აქვს გათბობა, რის გამოც ზამთრის ცივ დღეებში საწოლიდანაც ვერ დგება. მზევინარისერთადერთი შემოსავალია - პენსიაა, რომელიც გამოსაკვებად და მედიკამენტებისთვისაც უნდა იმყოფინოს. 

"გაწამებული ცხოვრება მაქვს. ზამთარში მუდმივად მცივა და მუდმივად ვწევარ. ჩაის ასადუღებლად მეზობელთან შევდივარ, რადგან სახლში არც გაზი მაქვს და არც ღუმელი. ვერც საჭმელს ვამზადებ და ფუნთუშებს ვყიდულობ ხოლმე. მხოლოდ პენსიით ვცხოვრობ, წამლებში იმდენი თანხა მეხარჯება, საჭმლის ფული ძლივს მრჩება. რას ვიფიქრებდი ასეთი სიბერე თუ მექნებოდა", - გვიყვება მზევინარ ჯანგველაძე.

ის გვიყვება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შესაბამისად, ფულადი დახმარებაც 2 წელია მოხსნილი აქვს. მიზეზად ოჯახის ხელოვნური დაყოფა დაუსახელეს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხელოვნურ დაყოფად მიიჩნიეს სამხატვრო სკოლის ნგრევად შენობაში სამი ადამიანის სხვადასხვა ოთახში ცხოვრება, რადგან მზევინარის შვილი და შვილიშვილი ხსნებეულ შენობაში ცხოვრობენ.   


მზევინარ ჯანგველაძე თავის საცხოვრებელ ოთახში, სადაც წყალი ჩადის 


მზევინარის მსგავსად, ქალაქში არსებულ არცერთ საცხოვრისში არ ერგო ბინა არც ნატო ჯანგველაძეს. ის შვილთან ერთად, 12 წელია სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობას აფარებს თავს. დედა-შვილს 2015 წლიდან არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. 

"ორივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ვართ, დახმარება 2015 წლიდან აღარ აგვიღია, რის მიზეზიც ერთი შეხედვით მაღალი ხელფასია. არადა თვიდან თვემდე თავი ვალებით გამაქვს. თითქმის მთელ ხელფასს ვალში ვხარჯავ. ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი კვერცხით, კარტოფილით და პურით შემოიფარგლება, წვნიანს ვერ ვაკეთებ, რადგან მაცივარი არ მაქვს, რომ მერე შევინახო, არც ფული მაქვს, რომ მაცივარი შევიძინო", - ამბობს ნატო ჯანგველაძე.

ნატო ჯანგველაძის და მისი შვილის  საცხოვრებელი ოთახი სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში



12 წელია ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვს ჟულიეტა ნადირაშვილიც. ის, წინა რესპოდენტებისგან განსხვავებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, მაგრამ მერიამ ბინით დაკმაყოფილებაზე მასაც უარი უთხრა. ჟულიეტა შვილთან და შვილიშვილთან ერთად, 20 კვ.მ.  ოთახში ცხოვრობს. იმავე ოთახში სძინავთ და საჭმელსაც იქვე ამზადებენ.

ჟულიეტას იმედი ჰქონდა, რომ მერია ამჯერად მაინც გაითვალისწინებდა მათ თხოვნას და გუგუნავას  ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ საცხოვრისში ოთახებს გამოუყოფდა. 

"ჩემი შვილი შუახნის კაცია და ძალიან მრცხვენია ერთ ოთახში რომ გვძინავს, მაგრამ სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს. არ ვიცი ამ პირობებში ბავშვი როგორ გავზარდო. ძალიან მჭირდება ცალკე ბინა, რომ ჩემს შვილიშვილს ღირსეული პირობები შევუქმნა. ვერცერთ საცხოვრისში ადგილი ვერ გამოგვინახეს და გაწამებულ დღეში ვართ", - ამბობს ჟულიეტა ნადირაშვილი.

ჟულიეტა ნადირაშვილი


აღსანიშნავია, რომ სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში  მცხოვრებლებზე "ქუთაისიპოსტმა" სტატია  ჯერ კიდევ 2017 წელს მოამზადა. მაშინ ეს ადამიანები ბინების მიღებას ნიკეას ქუჩაზე მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ელოდნენ. მათი ალტერნატიული საცხოვრებელით დაკმაყოფილება წლების შემდეგაც, მეორე საცხოვრისის გახსნის შემდეგაც გახდა შესაძლებელი. ამ ხნის განმავლობაში  ნგერვად შენობაში თავშეფარებული ოჯახებიდან მხოლოდ რამდენიმე  გადაიყვანეს  სოციალურ საცხოვრისში. 

უნდა ითქვას, რომ ნიკეას სოციალურ საცხოვრისში რამდენიმე დაკეტილი ოთახია, რომელიც რემონტს საჭიროებს, მაგრამ მერიამ მათი  შესაკეთების ნაცვლად, შესახლებულებს ბინები უქირავა.


ამავე თემაზე:


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.