ახალი ამბები
საია - თანამშრომლების გასაკონტროლებლად ვიდეოთვალთვალი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაა
FaceBook
იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას სათვალთვალო მონიტორით აკონტროლებს.


"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.

ამავე კანონის თანახმად,  ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

"სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია", - ამბობს  საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი. მისი განმარტებით, თანამშრომლების გამოცხადების გასაკონტროლებლად ვიდეოთვალთვალი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაა.

საიაში განმარტავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციებით რეალურ დროში მონიტორინგი უნდა შეეძლოთ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ პირებს (მაგ. დაცვის ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს) და ეკრანზე გამოსახულება ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს სხვა პირებისთვის. ხოლო, ვიდეოჩანაწერზე წვდომა (მათ შორის ვიდეოთვალთვალის კონტროლის ოთახში შესვლის უფლება) უნდა ჰქონდეს პირთა შეზღუდულ წრეს პირდაპირი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე.

როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს სამუშაო კაბინეტი, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები
ცაგერში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს
შეხვდებიან.
10:55 / 05.03.2021
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ცაგერში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდებიან.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავლენ.
15:01 / 04.03.2021
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავლენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.