ახალი ამბები
სამი დაღუპული და ერთი დაშავებული - ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში მომხდარი ავარიის შემთხვევაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო, თუმცა პირი, ვის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, კლინიკაში დაშავებული გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. 

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, გარდაიცვალა ერთ მანქანაში მყოფი სამი ქალბატონი. 

დაშავებულია მეორე ავტომობილში მყოფი მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის კონტაქტური იყო, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე
პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
13:42 / 18.08.2025
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.
12:28 / 18.08.2025
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.