ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დღეს, 25 სექტემბერს კი, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, მთიან და სანაპირო რაიონებში, შუადღის საათებიდან შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს, მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო და დაბლობ რაიონებში 24-დან 29 გრადუსი იქნება, მთიანში - 26-28, მაღალთიანში კი - 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.

„ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით უნალექო, თბილი ამინდები იქნება. 26 სექტემბრის მეორე ნახევრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დაახლოებით 17-22 მ/წმ-ი იქნება დაქროლვა. ქარი შენარჩუნდა 29-30 სექტემბერსაც, თუმცა მისი სიძლიერე დაიკლებს“,- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია 31-დან 34 გრადუსს შორის მერყეობდეს, მთებში 31 გრადუსამდე იქნება, მაღალმთაში კი 27 გრადუსი დაფიქსირდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,
საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14
პირი დააკავეს.
11:42 / 14.09.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო
პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და
რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა
ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
11:37 / 14.09.2025
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.