ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების სადგომი რეაბილიტირდება
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქცია და სადგომების სქემის შეცვლა იგეგმება.
შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას 11.4 მილიონი ლარის ტენდერი [NAT230018501] უკვე გამოცხადებული აქვს.

„სამუშაოების წარმოებისას საპროექტო ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სააეროდრომო სპეც.ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის ორგანიზაციისა და სამუშაოების წარმოების ადგილების შემოფარგვლა შესრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ოდენობაც ბოლო სამის წლის პერიოდში ჯამურად არანაკლებ 60 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 9-ში სრულდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.