ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ მრავალსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა შეუჩერეს
FaceBook
ნიკეას სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ მრავალსულიან ოჯახს, რომლის ერთადერთ შემოსავალს 620 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა შეადგენდა, დახმარება შეუჩერეს.
უკვე ორი თვეა ხურციიძეებს სოცალური შემწეობა არ აუღიათ. მომატებული სარეიტინგო ქულის მიზეზად სოციალურმა სააგენტომ ოჯახის მიერ ბინისთვის შეძენილი ახალი ინვენტარი დაუსახელა.

მაკა ხურციძე, რომელიც საცხოვრისში შვილებთან, სიძესთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, ოჯახის მძიმე ეკონომიკურ პირობებზე გვიყვება. მისი თქმით, ისედაც რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე სოციალური შემწეობის მოხსნამ რვასულიანი ოჯახი თითქმის შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა.

ხურციძეები 62 კვ. მ.  ბინაში ცხოვრობენ. 8 ადამიანისთვის ეს არასაკმარისი ფართია. ერთ  ოთახში ხშირად რამდენიმე ადამიანს სძინავს. 

ოჯახს საკვები მადლიერების სახლიდან მოაქვს, თუმცა 8 ადამიანის გამოსაკვებად ეს არაა საკმარისი.  იძულებულნი არიან პროდუქტი ნისიად შეიძინონ, მაგრამ როცა ვალის გასტუმრების დრო დგება, ხურციძეებს ყველა რესურსი ამოწურული აქვთ, ამიტომ ვალს ვალზე ამატებენ.

ვალებს კომუნალურებიც ემატება, რომლის გადახდაც ასევე უჭირთ. ახლა ელექტროენერგიის 50 ლარი აქვთ დასაფარი, რომელსაც არ იციან როგორ გადაიხდიან.



მაკას 3 მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს, მეოთხეს რამდენიმე თვეში ელიან. მათგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ბებიამ ჯერ არ იცის გაუშვებს თუ არა შვილიშვილს სწავლის პირველ დღეს სკოლაში, რადგან ბავშვისთვის ჯერჯერობით სასკოლო ტანსაცმელი არ შეუძენიათ.

"ჩემი სიძე ამჟამად სოფელშია და მეზობლებს ეხმარება, რაშიც მიზერულ თანხას უხდიან. თუ ფულს იშოვის და გამომიგზავნის, შვილიშვილს სკოლისთვის ტანსაცმელს ვუყიდით, თუ არადა, არ ვიცი რას ვიზამ. მუდმივად ვალებში ვარ და ეს ცალკე პრობლემაა. 340 ლარი ვალი ერთ მაღაზიაში მაქვს, 150 ლარი - მეორეში", - ამბობს მაკა ხურციძე.

რა გახდა ხურციძეების ოჯახისთვის სოციალური შემეწობის შეჩერების საფუძველი?- ამ საკითხზე ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მას მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრზე გასცემენ.

მათივე ინფორმაციით, სარეიტინგო ქულა მთავრობის 758-ე დადგენილების მიხედვით, ოჯახებისთვის დასმული კითხვების საფუძველზე დგინდება და შევსებულ კითხვარს თან ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერაც ახლავს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.