ახალი ამბები
გურიაში, სოფელ ჯუმათში, არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს - სამძებრო სამუშაოები გრძელდება
FaceBook
გურიაში, სოფელ ჯუმათში, მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული 2 პირის მიმართ კი საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად",- ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. 

შსს რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.

ფოტო: ირაკლი მშვიდობაძე

ამავე თემაზე:


მეწყერი გურიაში - სხვადასხვა სოფელში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.