ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო
FaceBook
აეროპორტების გაერთიანებამ კომპანია ,,აბსოლუტ სერვისთან“, ქუთაისის აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ), სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747 ხომალდს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ქმნის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“,- განმარტავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ ასახული.

„დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას“,- ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე კი 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა.

კომპანია ,,აბსოლუტ სერვისი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეარჩია. კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტი 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ 200 ათასი ლარია, რასაც აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.


ამავე თემაზე:

ვინ გაიმარჯვა ქუთაისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის პროექტის მომზადებისთვის გამოცხადებულ 2,7 მილიონიან ტენდერში?!

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენება იგეგმება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.