ახალი ამბები
"ბევრი საქონელი იკარგება ამ რაიონში" - ხონის სოფელში მოსახლეობას კამეჩები მოპარეს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, ადგილობრივებს მსხვილფეხა პირუტყვები მოპარეს.
მოპარულია 5 კამეჩი, ოჯახები კი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და დასახლებაში მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვამ სისტემატიური სახე მიიღო.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს უყურადღებობასა და უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

„ამ ბოლო დროს მოგვპარეს ხუთი კამეჩი. დღემდე ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ. ვაცნობეთ პოლიციას, მაგრამ ერთადერთი პიკაპი ჰყავს ამ რაიონს და რითი მოძებნონ?“,- ამბოიბს დაზარალებული ავთანდილ სირაძე.

„ძალიან ბევრი საქონელი იკარგება ამ რაიონში. არ გვყავს ვინმე ისეთი, ყურადღება რომ მოგვაქციოს, დაუცველად ვგრძნობთ თავს“,- განმარტავს ადგილობრივი ზეინაბ დადუნაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა დაკავებულია თუ არა ვინმე, უცნობია. 

საკითხთან დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ სოფლის რწმუნებულთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.