ახალი ამბები
მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია
FaceBook
12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„3D განათების სისტემები, საქართველოში, პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს“,- აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.