ახალი ამბები
იმერეთში, აივ ინფიცირების 1 227 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მათივე ცნობით, ცენტრში სულ 10 170 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა, 2156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6 284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში“,- აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წელს დარეგისტრირდა - 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან 75 მამაკაცია და 22 ქალი .

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.