ახალი ამბები
სწავლის საფასური – 2250 ლარი, საარსებო ხარჯები – 2100 ლარი - ამერიკის სავაჭრო პალატის სტიპენდია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს
FaceBook
"ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250 ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში“. 

ეს ორგანიზაციაის, "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში" (AmCham), განცხადებაა.

ისინი სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.

"ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250 ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში.

ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა", – ნათქვამია "ამერიკის სავაჭრო პალატას" განცხადებაში.
პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ.


სტიპენდიატებს მხარდაჭერა სხვა მიმართულებითაც ექნებათ: სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნა ასოციაციის წევრ კომპანიებთან, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.
მრჩევლის დაქირავება სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება მათ და ა.შ.

სტუდენტის სოციალური ქულა უნდა შეადგენდეს 70 000 ან ნაკლებს, ჰქონდეს ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურდეს მისი გაუმჯობესება, სურდეს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა, განაცხადი უნდა შეავსონ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

განაცხადის შევსების გარდა, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.

ონლაინ განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 8 სექტემბერია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.