ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, ივლისში, მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ივლისის თვეში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტით, ივლისში, 189 166 მგზავრმა ისარგებლა. ეს მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ით გაზრდილია (2019 წლის ივლისში - 84 728 მგზავრი).

2023 წლის 7 თვეში, ქუთაისის აეროპორტი, ჯამში, 856 646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდს 90%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტისთვის რეკორდული 2019 წელი იყო, როცა აეროპორტით თითქმის 874 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის თქმით, 2023 წელი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით რეკორდული იქნება და მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.