ახალი ამბები
ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობას, 25 ათასი ლარის ფარგლებში, სახელმწიფო დაფარავს
FaceBook
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე.

გაბუნიას თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.

" ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ახლა კი ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის", - განაცხადა გაბუნიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ
თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
20:02 / 31.07.2025
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12:25 / 31.07.2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.