ახალი ამბები
ვინ გაიმარჯვა ქუთაისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის პროექტის მომზადებისთვის გამოცხადებულ 2,7 მილიონიან ტენდერში?!
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში ახალი  ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია "აბსოლუტ სერვისი" მოამზადებს.

ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კომპანია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ტენდერში გამარჯვებულად უკვე გამოცხადდა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.  ხელშეკრულების ღირებულება  2 711 864 ლარია.

სააგენტოს ინფორმაციით "აბსოლუტ სერვისი" ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის  საქმიანობა მოიცავს გზების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის პროექტირების სფეროს.  

სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდება E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747-400-800 ტიპის ხომალდებს. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამიმოსვლო ბილიკების თჭY-A დ ა თჭY-B რეკონსტრუქცია, მათი მოდიფიცირება და E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის მორგება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდება ახალი სამიმოსვლო ბილიკი.

გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოახდინოს.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის შემუშავებულ დოკუმენტში - "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშიც" არის გათვალისწინებული. ის ქუთაისში წლების წინ დაპირებული, თუმცა ამ დრომდე შეუსრულებელ სატვირთო ტერმინალის მშენებლობასაც ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. დოკუმენტში წერია, რომ "2023 წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა".

"აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. წიდე ბოდყ) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილიდან ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთანავე, ახალი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას", - ნათქვამია დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.