ახალი ამბები
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი.

„გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია. დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილი.

ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც
შეუერთდებიან.
11:23 / 01.05.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.