ახალი ამბები
2022 წელს 5 საკრებულოს ჯამური ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა - TI-ის კვლევა
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  შეაფასა ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის საკრებულოების 2022 წლის საქმიანობა.

როგორც ორგანიზაციის მკვლევარები ასკვნიან ყველა საკრებულოში გამოვლენილი პრობლემები უმეტესწილად იდენტურია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საკრებულოები 2022 წელს აღმასრულებელ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდნენ, ფორმალურად აკონტროლებდნენ ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებსა თუ ცალკეულ უწყებებს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობი" დოკუმენტში მიუთითებენ რომ არცერთ საკრებულოს არ გამოუვლენია რაიმე სახის გადაცდომა, ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობრივი შეუთავსებლობა მერების საქმიანობაში, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესშიც. საპირისპიროს აჩვენებს  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევები, რომლებშიც ორგანიზაციამ გამოავლინა  სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავარაუდო კორუფციული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის არა ერთი ფაქტი. ეს ადასტურებს, რომ საკრებულოების უმეტესობაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ან/და კომპეტენცია კორუფციის პრევენციის გასაძლიერებლად.

საკრებულოები არ ცდილობენ, გააძლიერონ მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურები, შიდა აუდიტის სამსახურები, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალურ კონტროლს ახორციელებენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საკრებულოების  წევრები არასაპატიო მიზეზით აცდენენ სხდომებს.

წინა მოწვევის საკრებულოების მსგავსად, 2022 წელსაც საკრებულოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკრებულოს სხდომებზე სიტყვით და მოხსენებით ერთხელაც არ გამოსულა.

მუნიციპალიტეტების მერები, როგორც წესი, წლიური ანგარიშით მაინც წარსდგებიან საკრებულოების წინაშე, თუმცა 2020 წლის მსგავსად ქუთაისის მერს 2022 წელსაც საკრებულოსთვის ანგარიში არ წარუდგენია. 

2022 წელს დაბალი იყო საკრებულოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებელი. გამონაკლისია ზუგდიდის საკრებულო, სადაც 2022 წელს 5 პეტიცია განიხილეს.

საკრებულოებში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები, წინა წლების მსგავსად, პასიური იყვნენ. გამონაკლისია ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო.

2020 წელთან შედარებით, 2022 წელს 5 საკრებულოს ჯამური ხარჯი 37%-ით (2 მლნ ლარზე მეტით) გაიზარდა. 

საკრებულოების ხარჯების ძირითადი წილი (89%) შრომით ანაზღაურებასა და საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოდის (ჯამში, 7,591,630 ლარიდან  6,817,586 ლარი),
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.