ახალი ამბები
" არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას"- კელი დეგნანი კრუიზზე
FaceBook
კელი დეგნანი, ქუთაისში ყოფნისას, ჟურნალისტებთან ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას და ამაზე ქართველი ხალხის პროტესტს გამოეხმაურა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები რუსების საქართველოში შემოსვლას მიესალმებიან.

"არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. მაშინ, როცა ხელოვნურად შექმნილი გამყოფი ზოლით ის ოჯახებს ყოფს. მაშინ, როცა აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ისინი ტყვეობაში და არ უშვებენ. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა, თუ ზღვით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს“,
- განმარტა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ეს უფლება მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. 

კელი დეგნანმა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან და ვინ იქნება მისი პარტნიორი.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო",- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

კელი დეგნანმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული 30 წლის განმავლობაში და რამაც მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის.

კელი დეგნანი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც მან ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.